საერთაშორისო კვლევა ქალთა უფლებების შესახებ

საერთაშორისო კვლევა ქალთა უფლებების შესახებ


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას, რომელიც ყოველწლიურად იმართება. ამ მიმართულებით, სხვადასხვა აქტივობის გვერდით, აღსანიშნავია გრუნის აქტივობა სამეცნიერო კვლევითი მიმართულებითაც. გამოქვეყნდა გრუნის ასოცირებული პროფესორის, ბატონ გოჩა ოჩიგავას მორიგი უცხოენოვანი მონოგრაფია: „ქალთა ტრეფიკინგი საერთაშორისო სამართალში“. კვლევა განხორციელდა უნივერსიტეტის ბაზაზე, უცხოელი პროფესორების ჩართულობით, რომლებიც ამავე დროს, მონოგრაფიის რეცენზენტები არიან. ნაშრომი გამოქვეყნდა პრაღაში და გრუნის ბიბლიოთეკასთან ერთად, დაცულია პრაღის სახელმწიფო უნივერსიტეტის (Charles University In Prague) ბიბლიოთეკაშიც.