სიანსპო რენის სკოლამ კონკურსი გამოაცხადა

სიანსპო რენის სკოლამ კონკურსი გამოაცხადა

საფრანგეთის ქალაქ რენის პოლიტიკური მეცნიერებების სკოლამ (Sciences Po Rennes) გამოაცხადა კონკურსი სასერტიფიკატო პროგრამაზე 2022-2023 წლის მეორე სემესტრზე. სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე და კურსდამთავრებულები მოიპოვებენ პოლიტიკური მეცნიერებების სკოლის სერტიფიკატს, რომელშიც ასახული კრედიტები აღიარებული იქნება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ.

 

შემოთავაზება ძირითადად ეხება საჯარო მმართველობის და პოლიტიკის და ბიზნესისა და მართვის სკოლების სტუდენტებს, თუმცა, შესაძლებელია, განხილულ იქნეს სხვა სკოლების კანდიდატურებიც.

 

ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტების სწავლების ღირებულება ფინანსდება. მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ გზის და ცხოვრების ხარჯები.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2022 წლის 28 სექტემბერი.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ პროფესორს თამარ გაგოშიძეს: t.gagoshidze@gruni.edu.ge