ტრენინგი მედიცინის სკოლაში (PBL)

ტრენინგი მედიცინის სკოლაში (PBL)


მედიცინის სკოლის აკადემიური და მოწვეული პერსონალის თხოვნით, გრუნის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, ჩატარდა პროფესიული განვითარების მიმოხილვითი ტრენინგი - პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა (PBL). ტრენინგზე განხილულ და დაზუსტებულ იქნა PBL სესიის მოდელები, პრინციპები და ორგანიზაციული საკითხები. აღნიშნულ ტრენინგს წინ უძღვოდა ონლაინტრენინგი.

 

ტრენინგს უძღვებოდა ლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთი) პროფესორი, სამედიცინო განათლების საერთაშორისო ექსპერტი, გრუნის საპატიო დოქტორი, ზაალ კოკაია.

 

ტრენინგის მონაწილეებმა მაღალი შეფასება მისცეს ჩატარებულ სწავლებას და აღნიშნეს, რომ ტრენინგის ფარგლებში მათ PBL სესიის ჩატარების პრაქტიკული უნარები გამოუმუშავდათ, რასაც სასწავლო პროცესში ეფექტურად გამოიყენებენ.