გრუნის სტუდენტები კლინიკა „რეიმანში“ გაივლიან პრაქტიკულ სწავლებას

გრუნის სტუდენტები კლინიკა „რეიმანში“ გაივლიან პრაქტიკულ სწავლებას


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა მედიცინის სფეროს სტუდენტთა დარგობრივი უნარების განვითარებისა და გარმავების მიზნით თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა კლინიკა „რეიმანთან“.

 

მემორანდუმის მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის უცხოელი და ადგილობრივი სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებას, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას და მათი პრაქტიკული სწავლების განხორციელებას კლინიკის სამედიცინო დაწესებულებებში.

 

უნივერსიტეტში უკვე ორი წელია ხორციელდება დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამა და დღეისათვის მისი სტუდენტები 5 სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადიან პრაქტიკულ სწავლებას.