2026 წლის 29 ოქტომბერს გრუნის პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის ჩატარდა ტრენინგი: სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში (ნექსუსი) მუშაობის პრინციპები.
განიხილეს „ნექსუსის“ ცალკეული მოდულები: ავტორიზაცია, LMS - სასწავლო მასალისა და დავალებების ატვირთვა, სტუდენტთა შეფასებების ასახვა და სხვა.
ტრენინგის მონაწილეებმა, მოდულების შესაბამისად, შეასრულეს პრაქტიკული დავალებები.
ტრენინგს უძღვებოდა ელექტრონული ბაზების ადმინისტრატორი დავით ბიკოევი.
