იტვირთება...
გიგა თვაური, თენგიზ თაქთაქიშვილი
GeoEng

გიგა თვაური, თენგიზ თაქთაქიშვილი

სათაური: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი - გავლენა საქართველოს ეკონომიკასა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე  
ავტორი: გიგა თვაური, თენგიზ თაქთაქიშვილი  
გამოქვეყნდა: გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  
წელი: 2025  
საკვანძო სიტყვები: ენერგიის გადაცემა, განახლებადი ენერგია, ენერგოუსაფრთხოება, მწვანე ეკონომიკა  
DOI: https://doi.org/10.55896/2298-0202/2025/33-44  
ელ. ფოსტა: g.tvauri@gruni.edu.ge  
   

რეზიუმე

კვლევა აღწერს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის (BSSC) პროექტის გავლენას საქართველოს ეკონომიკასა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე. პროექტის მიზანია საქართველოსა და ევროკავშირის პირდაპირ დაკავშირება განახლებადი ენერგიის მიწოდების გზით, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაძლიერებას, ექსპორტის გაზრდას და ევროპულ ბაზრებზე ინტეგრაციას. კვლევა იყენებს სინთეზური კონტროლის მეთოდს (SCM) - ეკონომეტრიულ მოდელს, რომელიც საშუალებას იძლევა განისაზღვროს საქართველოს ეკონომიკუ-რი მაჩვენებლების (მაგ., მშპ) ჰიპოთეტური სურათი იმ შემთხვევაში, თუ პროექტი განხორციელდება. შედარებისთვის შეირჩა ბალტიისპირეთის ქვეყნები (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი), რომელთა ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მახასიათებლები საქართველოს მსგავსია. ენერგეტიკული ბაზრის დივერსიფიკაციისა და უსაფრთხოების შესაფასებლად გამოყენებული იქნა ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI), რომელიც ბაზრის კონცენტრაციის დონეს ზომავს. კვლევის თანახმად, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს ეკონომიკასა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. 2030 წლიდან მშპ-ს ზრდა საშუალოდ 0.9%-ით გადააჭარბებს მოსალოდნელს და 2045 წლისთვის დამატებით დაახლოებით 16 მილიარდი დოლარის შემოსავალს დააგენერირებს. პროექტი საქართველოს ევროპულ ენერგეტიკულ სივრცეში ინტეგრაციისა და სტაბილური ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა.

 
   
გვერდები: 33-44