2026 წლის 28 ოქტომბერს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები, სასწავლო დისციპლინის - გასტრონომიული და ღვინის ტურიზმი - ფარგლებში, იმყოფებოდნენ თბილისის ღვინის მუზეუმში, რომელიც მე-17 საუკუნეში აშენებულ ქარვასლასა და მის მიწისქვეშა დარბაზებშია განთავსებული.
ღვინის მუზეუმი დედაქალაქის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ სივრცეს წარმოადგენს, სადაც საინტერესო ექსპონატებია წარმოდგენილი. ეს არის მოგზაურობა ქართული ღვინის უძველეს სამყაროში. ლექცია დაგეგმეს და უძღვებოდნენ: ასოცირებული პროფესორი ერეკლე უგრელიძე და ეთნოგიდი - ია გოცაძე.
სტუდენტები გაეცნენ ღვინის ისტორიასა და წარმოებასთან დაკავშირებულ არტეფაქტებს, რაც თეორიული ცოდნის პრაქტიკულ შემეცნებაში დაეხმარება მათ. მოინახულეს, ასევე, ქარვასლის ერთ-ერთ დარბაზში განთავსებული ქართული იარაღის პირველი კონტაქტური მუზეუმიც, რომელიც ნამდვილი ქართული საგანძურია.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა