იტვირთება...
Erasmus+ - ის გაცვლითი პროგრამა პოლონეთში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


Erasmus+ - ის გაცვლითი პროგრამა პოლონეთში

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და ბიზნესის მიმართულებების სტუდენტებისთვის ცხადდება Erasmus+ -ის გაცვლითი პროგრამა პოლონეთში, იან კოხანოვსკის უნივერსიტეტში (Jan Kochanowski University).

 

სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, გაზაფხულის სემესტრში ისწავლონ პოლონეთში, ხოლო უცხოეთის უნივერსიტეტში მიღებული კრედიტები აღიარებული იქნება მშობლიურ უნივერსიტეტში.

 

პროგრამა სრულად აფინანსებს სწავლისა და საცხოვრებლის ხარჯებს.

 

აუცილებელი მოთხოვნა

  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
  • მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA).

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 25 ოქტომბერი.

 

დაინტერესებულმა სტუდენტებმა 25 ოქტომბრის ჩათვლით უნდა შეატყობინონ თავიანთი გადაწყვეტილება საერთაშორისო ინტეგრაციის ცენტრს ელფოსტაზე: international@gruni.edu.ge და მიუთითონ შემდეგი ინფორმაცია:

  • სახელი და გვარი;
  • საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;
  • საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება;
  • კურსი, რომელზეც ამჟამად სწავლობენ.

 

ინგლისური ენის ცოდნის შესაფასებლად გასაუბრება თითოეულ სტუდენტთან ინდივიდუალურად დაიგეგმება.