2026 წლის 1–2 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობაში გაიმართა გრუნისა და ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტის ერთობლივი საერთაშორისო მულტიდისციპლინური ფორუმი.
ფორუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ ქართველი და უცხოელი მეცნიერები, გრუნის პროფესორ-მასწავლებლები, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები, ინდოეთის, მაკედონიის, რუმინეთისა და პოლონეთის მეცნიერები.
ფორუმი გახსნა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ამირან მესხიშვილმა, მონაწილეებს მიესალმა ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტის პრეზიდენტი ჯოვან შოპოვსკი.
საერთაშორისო მულტიდისციპლინური ფორუმი რამდენიმე თემატურ სესიად მუშაობდა, მონაწილეებმა წარმოადგინეს სამეცნიერო მოხსენებები ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის, ფილოსოფიის, ხელოვნური ინტელექტის, განათლებისა და მედიცინის მიმართულებებით.
ფორუმის მონაწილეებმა წარმოადგინეს თავიანთი კვლევების შედეგები, იმსჯელეს თანამედროვე მეცნიერების პრობლემების შესახებ და პროფესიული და აკადემიური თანამშრომლობისთვის დასახეს ახალი შესაძლებლობები.
კონფერენცია კიდევ ერთხელ წარმოაჩენს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მისწრაფებას, ხელი შეუწყოს კვლევაზე დაფუძნებულ განათლებას, საერთაშორისო აკადემიურ თანამშრომლობასა და მულტიდისციპლინური სამეცნიერო დიალოგის განვითარებას.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა