იტვირთება...
გრუნიში გარე მობილობა იწყება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნიში გარე მობილობა იწყება

სტუდენტებმა, რომლებმაც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (www.students.emis.ge) ელექტრონულ პორტალზე წარმატებით განახორციელეს რეგისტრაცია და მოიპოვეს მობილობის უფლება, მ/წ 11 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით ელექტრონული რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებ-გვერდზე https://mob.ini.ge/ (გააქტიურდება 11 სექტემბერს 15:00 სთ-დან).

 

სტუდენტმა ონლაინ რეგისტრაციის პროცესში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობა (აუცილებელია ორივე მხარე)
  • სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობა (ვაჟებისთვის);
  • ატესტატი (საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთათვის);
  • ბაკალავრის დიპლომი;
  • ნიშნების დანართი (სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის; უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს თან უნდა ახლდეს ცნობა ავთენტიკურობის შესახებ);
  • აკადემიური ცნობა კრედიტებისა და შეფასებების მითითებით;
  • 1 ფოტოსურათი (3X4);
  • უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ სამართლებრივი აქტი;
  • სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი დოკუმენტები; (არსებობის შემთხვევაში)
  • სარეგისტრაციო საზღაურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. (რეგისტრაციის საფასური შეადგენს 40 ლარს. აუცილებელია ქვითარზე სრულად ჩანდეს გადამხდელის რეკვიზიტები. გადახდის დროს დანიშნულებაში მიუთითეთ სტუდენტის პირადი ნომერი, სახელი, გვარი.)

რეგისტრაციის საფასური

რეგისტრაციის საფასური შეადგენს 40 ლარს.

სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდა შეუძლიათ მობილური ბანკის საშუალებით, გამარტივებული გადახდის ფორმის გამოყენებით.

 

გადახდის პროცედურა:

  1. შედით თქვენს მობილურ ბანკში;
  2. აირჩიეთ გადახდები;
  3. აირჩიეთ ახალი გადახდა;
  4. საძიებო ველში ჩაწერეთ „გრუნი“ და აირჩიეთ შესაბამისი მომსახურება;
  5. შესაბამის ველში მიუთითეთ თქვენი პირადი ნომერი;
  6. სხვა პირის მიერ სწავლის საფასურის გადახდის შემთხვევაში, საძიებო ველში აუცილებელია სტუდენტის პირადი ნომრის მითითება.
  7. მიუთითეთ გადასახდელი თანხა და დაასრულეთ გადახდის პროცესი.

ასევე, სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ჩასარიცხი აპარატის საშუალებით.

გადახდის განსახორციელებლად:

  1. ჩასარიცხ აპარატში აირჩიეთ კატეგორია სხვა;
  2. შემდეგ აირჩიეთ განათლება;
  3. მომსახურების ჩამონათვალში აირჩიეთ „გრუნი“;
  4. შეიყვანეთ თქვენი პირადი ნომერი;
  5. მიუთითეთ გადასახდელი თანხა;
  6. დაადასტურეთ და განახორციელეთ გადახდა.

 

მნიშვნელოვანია!

 რეგისტრირებულად ჩაითვლებით მხოლოდ მას შემდეგ, რაც სარეგისტრაციო პორტალზე ატვირთავს სარეგისტრაციო საფასურის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს და ყველა სხვა მოთხოვნილ დოკუმენტს.