იტვირთება...
ლიდერობის პროგრამის - „Thinking Outside the Leadership Box“, მეორე ნაკადი დაიწყო

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ლიდერობის პროგრამის - „Thinking Outside the Leadership Box“, მეორე ნაკადი დაიწყო


2026 წლის 3 სექტემბერს გაიმართა ლიდერობის პროგრამის მონაწილეების პირველი ონლაინშეხვედრა ტეხასის A&M უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან.

 

ინოვაციური ლიდერობის პროგრამა - „Thinking Outside the Leadership Box“, რომელიც შემუშავებულია დოქტორ ჯიმ ლინჩის მიერ, ხორციელდება ტეხასის A&M უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში. პროგრამა განკუთვნილია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების დირექტორებისთვის და უმაღლესი განათლების პროფესიონალებისთვის. ის ემყარება ინოვაციურ, ეთიკურ და კომუნიკაციურ მიდგომებს ლიდერობაში.

 

ტეხასის A&M უნივერსიტეტიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ იოკ ჰანსონი - პროგრამის კოორდინატორი და დოქტორი ჯიმ ლინჩი - პროგრამის ავტორი.

 

შეხვედრას ფასილიტაციას უწევდა გრუნის რექტორის მრჩეველი -ანა აბესაძე. შეხვედრას ესწრებოდნენ: ლიდერობის პროგრამის მენტორი, ნატო ჯავახია და პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებულები - თამილა თამაზაშვილი და თამარ ლოლიშვილი, რომლებმაც ახალ მონაწილეებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.

 

პროგრამაში ჩაერთნენ: გრუნის პარტნიორი სკოლების დირექტორები, მასწავლებლები, ადმინისტრატორები და გრუნის აკადემიური პერსონალი.

 

პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს და შესაძლებლობას, მიღებული ცოდნა ქართულ სკოლებში გაავრცელონ. 

 

აღნიშნული პროგრამა წარმოადგენს გრუნის მორიგ მნიშვნელოვან მხარდაჭერას ზოგადსაგანმანათლებლო სექტორისადმი და ნათლად ასახავს უნივერსიტეტის გრძელვადიან ვალდებულებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისათვის.