იტვირთება...
გრუნიში ტესოლ პროგრამის მერვე ნაკადი გაიხსნა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნიში ტესოლ პროგრამის მერვე ნაკადი გაიხსნა


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, ტეხასის A&M უნივერსიტეტთან წარმატებული თანამშრომლობის ფარგლებში, განაგრძობს TESOL პროგრამას ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ინგლისური ენის მასწავლებლებისათვის.

 

პროგრამა ხორციელდება სკოლების გაძლიერების მიზნით, მერვე ნაკადში ჩართულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კერძო და საჯარო სკოლების 10 მასწავლებელი, რომლებმაც პროფესიული გადამზადებისათვის გრუნის სრული დაფინანსება მიიღეს.

 

2026 წლის 1 სექტემბერს გაიმართა პროგრამის მონაწილეების პირველი ონლაინშეხვედრა ტეხასის A&M უნივერსიტეტის TESOL პროგრამის კოორდინატორთან - იოკ ჰანსონთან. შეხვედრას ფასილიტაციას უწევდა გრუნის რექტორის მრჩეველი - ანა აბესაძე. შეხვედრას ესწრებოდნენ: პროგრამის მენტორი, ნატო ჯავახია და პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებული - ნინო სტურუა, რომლებმაც ახალ მონაწილეებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.

 

პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს და შესაძლებლობას, მიღებული ცოდნა ქართულ სკოლებში გაავრცელონ.

 

აღნიშნული პროგრამა წარმოადგენს გრუნის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მხარდაჭერას ზოგადსაგანმანათლებლო სექტორისადმი და ნათლად ასახავს უნივერსიტეტის გრძელვადიან ვალდებულებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისათვის.