ბელგიაში, ანტვერპენის უნივერსიტეტში, სამედიცინო სამართლის მსოფლიო ასოციაციის (WAML) ორგანიზებით, გაიმართა სამედიცინო სამართლის 30-ე მსოფლიო კონგრესი, რომლის მუშაობაში მონაწილეობდა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი ნინო ლიპარტია.
გრუნის პროფესორმა კონგრესზე წარდგენილ მოხსენებაში: „სამედიცინო დაუდევრობის გადააზრება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში: დაკარგული შანსის დოქტრინა, როგორც პასუხი ალგორითმულ გადაწყვეტილებაზე", განიხილა, როგორ იცვლება სამედიცინო დაუდევრობის სამართლებრივი შეფასება ალგორითმული გადაწყვეტილებების კონტექსტში.
კონგრესის ფარგლებში, ნინო ლიპარტია უძღვებოდა სამედიცინო გაუფრთხილებლობისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ სესიას და კოლეგებთან ერთად საინტერესო პროფესიული დისკუსია წარმართა.
კონგრესის მიმდინარეობისას გრუნის პროფესორი აირჩიეს სამედიცინო სამართლის მსოფლიო ასოციაციის (WAML) საქართველოს წარმომადგენლად.
ვულოცავთ ნინო ლიპარტიას ამ წარმატებას.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა