აბიტურიენტებმა, რომლებმაც მოიპოვეს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობაში საბაკალავრო საფეხურზე სწავლის უფლება, 2026 წლის 2 სექტემბრიდან 8 სექტემბრის ჩათვლით ელექტრონული რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებ-გვერდზე https://registration.gruni.edu.ge (გააქტიურდება 2 სექტემბერს 12:00 საათზე).
აბიტურიენტმა ელექტრონული რეგისტრაციის პროცესში ელექტრონულად უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
- საშუალო სკოლის ატესტატი
- სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის);
- ფოტოსურათი (3X4)
- პირადობის მოწმობა; (აუცილებელია ორივე მხარე)
- არასრულწლოვანი აბიტურიენტის შემთხვევაში მისი დაბადების მოწმობა;
- არასრულწლოვანი აბიტურიენტის შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენლის (მშობლის) პირადობის მოწმობა (ელექტრონული რეგისტრაცია ხორციელდება კანონიერ წარმომადგენელთან ერთად).
- სარეგისტრაციო საზღაურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი)
რეგისტრაციის საფასური შეადგენს 35 (ოცდათხუთმეტ) ლარს.
სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდა შეუძლიათ მობილური ბანკის საშუალებით, გამარტივებული გადახდის ფორმის გამოყენებით.
გადახდის პროცედურა:
- შედით თქვენს მობილურ ბანკში;
- აირჩიეთ „გადახდები“;
- აირჩიეთ „ახალი გადახდა“;
- საძიებო ველში ჩაწერეთ „Gruni“ და აირჩიეთ შესაბამისი მომსახურება;
- შესაბამის ველში მიუთითეთ თქვენი პირადი ნომერი;
- სხვა პირის მიერ სწავლის საფასურის გადახდის შემთხვევაში, საძიებო ველში აუცილებელია სტუდენტის პირადი ნომრის მითითება.
- მიუთითეთ გადასახდელი თანხა და დაასრულეთ გადახდის პროცესი.
სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ჩასარიცხი აპარატის საშუალებით.
გადახდის განსახორციელებლად:
- ჩასარიცხ აპარატში აირჩიეთ კატეგორია „სხვა“;
- შემდეგ აირჩიეთ „განათლება“;
- მომსახურების ჩამონათვალში აირჩიეთ „GRUNI“;
- შეიყვანეთ თქვენი პირადი ნომერი;
- მიუთითეთ გადასახდელი თანხა;
დაადასტურეთ და განახორციელეთ გადახდა.
ასევე, თანხის გადახდა შეიძლება მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:
სააქციო საზოგადოება “თიბისი ბანკი“
საბანკო კოდი (მფო) - TBCBGE22
მიმღების დასახელება - შპს “გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი“
საიდენთიფიკაციო კოდი - 200002120
ანგარიშსწორების ანგარიში - GE31TB7855236020100009
დანიშნულებაში მიუთითეთ სტუდენტის პირადი ნომერი, სახელი, გვარი.
აბიტურიენტები რეგისტრირებულად ჩაითვლებიან პორტალზე სარეგისტრაციო საზღაურის დამადასტურებელი და სხვა მითითებული დოკუმენტების ატვირთვის შემდეგ.
ელექტრონული რეგისტრაციის შეუძლებლობის შემთხვევაში რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია უნივერსიტეტში.
მისამართი: ბათუმი, მახინჯაური, თამარ მეფის ქუჩა № 60
გულო თურმანიძე - ხელმძღვანელის მოადგილე
ხარისხის უზრუნველყოფისა და სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მხარდაჭერის საკითხებში
ელ-ფოსტა: g.turmanidze@gruni.edu.ge ტელ: (+995 0422) 245133

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა