აბიტურიენტებმა, რომლებმაც მოიპოვეს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურზე სწავლის უფლება, ელექტრონული რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2026 წლის 2 სექტემბრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით უნივერსიტეტის სარეგისტრაციო პორტალზე:
https://registration.gruni.edu.ge
ელექტრონული რეგისტრაცია ხელმისაწვდომი გახდება 2 სექტემბერს, 12:00 საათზე.
რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები
აბიტურიენტმა ელექტრონული რეგისტრაციის პროცესში სისტემაში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
- საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი);
- სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი - ვაჟებისთვის;
- ფოტოსურათი - 3×4;
- პირადობის მოწმობა - აუცილებელია დოკუმენტის ორივე მხარის ატვირთვა;
- არასრულწლოვანი აბიტურიენტის შემთხვევაში - დაბადების მოწმობა;
- არასრულწლოვანი აბიტურიენტის შემთხვევაში - კანონიერი წარმომადგენლის (მშობლის) პირადობის მოწმობა. ასეთ შემთხვევაში ელექტრონული რეგისტრაცია ხორციელდება კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით;
- სარეგისტრაციო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი).
რეგისტრაციის საფასური
რეგისტრაციის საფასური შეადგენს 35 (ოცდათხუთმეტ) ლარს.
სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდა შეუძლიათ მობილური ბანკის საშუალებით, გამარტივებული გადახდის ფორმის გამოყენებით.
გადახდის პროცედურა:
- შედით თქვენს მობილურ ბანკში;
- აირჩიეთ „გადახდები“;
- აირჩიეთ „ახალი გადახდა“;
- საძიებო ველში ჩაწერეთ „Gruni“ და აირჩიეთ შესაბამისი მომსახურება;
- შესაბამის ველში მიუთითეთ თქვენი პირადი ნომერი;
- სხვა პირის მიერ სწავლის საფასურის გადახდის შემთხვევაში, საძიებო ველში აუცილებელია სტუდენტის პირადი ნომრის მითითება.
- მიუთითეთ გადასახდელი თანხა და დაასრულეთ გადახდის პროცესი.
სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ჩასარიცხი აპარატის საშუალებით.
გადახდის განსახორციელებლად:
- ჩასარიცხ აპარატში აირჩიეთ კატეგორია „სხვა“;
- შემდეგ აირჩიეთ „განათლება“;
- მომსახურების ჩამონათვალში აირჩიეთ „GRUNI“;
- შეიყვანეთ თქვენი პირადი ნომერი;
- მიუთითეთ გადასახდელი თანხა;
- დაადასტურეთ და განახორციელეთ გადახდა.
ასევე, თანხის გადახდა შესაძლებელია შემდეგ საბანკო ანგარიშზე:
სს „თიბისი ბანკი“
- საბანკო კოდი (MFO): TBCBGE22
- მიმღები: შპს „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი“
- საიდენტიფიკაციო კოდი: 200002120
- ანგარიშის ნომერი: GE87TB0655236020100004
დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ აბიტურიენტის პირადი ნომერი, სახელი და გვარი.
მნიშვნელოვანია!
აბიტურიენტი რეგისტრირებულად ჩაითვლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც სარეგისტრაციო პორტალზე ატვირთავს სარეგისტრაციო საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტსა და ყველა სხვა მოთხოვნილ დოკუმენტს.
ელექტრონული რეგისტრაციის ალტერნატიული შესაძლებლობა
ელექტრონული რეგისტრაციის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია უნივერსიტეტში:
2 სექტემბრიდან 8 სექტემბრის ჩათვლით
(კვირის გარდა)
11:00-18:00 საათამდე
214-ე აუდიტორია
მისამართი: თბილისი, ირინა ენუქიძის №3 (აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ).
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მდებარეობა რუკაზე
საკონტაქტო ინფორმაცია
ხატია მარკოზაშვილი
ელფოსტა: khatia.markozashvili@gruni.edu.ge
(+995 32) 2384406 (133);
დავით თარაშვილი
ელფოსტა: d.tarashvili@gruni.edu.ge
+995 32 38 44 06 (126)

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა