იტვირთება...
CSR კამპანია - ჩვენი ბუნება მდგრადი მომავლისთვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


CSR კამპანია - ჩვენი ბუნება მდგრადი მომავლისთვის


გრუნის მდგრადი განვითარების ცენტრმა სტუდენტურ თვითმმართველობასთან ერთად, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში, განახორციელა პროექტი „ჩვენი ბუნება მდგრადი მომავლისთვის“, რომელიც მიზნად ისახავდა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ეკოაქტიურობის წახალისებასა და მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) პოპულარიზაციას.

 

2026 წლის 28 ივნისს მამკოდის ტყეში გაიმართა ერთდღიანი ღონისძიება. პროექტის მონაწილე სტუდენტები ჩაერთნენ ბუნების დასუფთავების კამპანიაში, შემეცნებით თამაშებსა და გუნდურ აქტივობებში.

 

უნივერსიტეტი კვლავაც გააგრძელებს ამგვარი პროექტების განხორციელებას, რომელიც გარემოსადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებასა და მდგრადი განვითარების პრინციპების პრაქტიკულ რეალიზებას უწყობს ხელს.