გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო (AUF) აცხადებენ კონკურსს ფრანკოფონიის სამეცნიერო სიმპოზიუმში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 2026 წლის ნოემბერში, რუმინეთში, ბუქარესტში.
სიმპოზიუმი მულტიდისციპლინურია და მოიცავს სხვადასხვა სფეროს: საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ბიომედიცინა და თერაპიული ინოვაციები; ენერგეტიკა და ტექნოლოგიური ტრანზიცია; ციფრული ტექნოლოგიები, კიბერუსაფრთხოება და ხელოვნური ინტელექტი; ენები, კომუნიკაცია და ცოდნის გავრცელება; საზოგადოებები, საჯარო პოლიტიკა და გლობალური დინამიკა; გარემო, მდგრადობა და გლობალური რისკები.
სიმპოზიუმი წარმოადგენს საერთაშორისო აკადემიურ პლატფორმას, რომელიც აერთიანებს ევროპის მკვლევრებს და ხელს უწყობს მათ სამეცნიერო და პროფესიულ ზრდას.
სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობა შეუძლიათ: დოქტორანტებს, პოსტდოქტორანტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს. სამუშაო ენა - ფრანგული.
სიმპოზიუმში მონაწილეობის ყველა ხარჯი დაფინანსდება გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს მიერ.
განცხადების შემოტანის ბილო ვადაა 2026 წლის 30 ივლისი. საკონტაქტო პირი თამარ გაგოშიძე t.gagoshidze@gruni.edu.ge.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა