2026 წლის 14 ივნისს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები სასწავლო დისციპლინების - საერთაშორისო ტურიზმი და ტუროპერეიტინგი- ფარგლებში, ისტორიულ ლორეში (სომხეთი) იმყოფებოდნენ.
სასწავლო-შემეცნებითი ტური განხორციელდა უნივერსიტეტის დაფინანსებითა და ასოცირებული პროფესორის - მაკა ფირანაშვილის, ორგანიზებით.
სტუდენტები პრაქტიკულად გაეცნენ ტურის დაგეგმვის მთავარ კომპონენტებსა და სიტუაციურ ამოცანებს - საზღვრის გადაკვეთის პროცედურას, მარშრუტის შერჩევასა და ტურის მოდელირებას, ამასთან, თავადაც მონაწილეობდნენ მის მომზადებაში, კერძოდ, მოიძიეს ინფორმაცია სომხეთის საზღვრისპირა ქართულ და სომხურ ტაძრებზე:
- ანაჰინის მონასტერი - სომხური არქიტექურული კომპლექსის გამორჩეული ნიმუში, 1996 წლიდან იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია;
- ქობაირის მონასტერი-ქართული მართლმადიდებლური მონასტერი დაარსდა 1171 წელს, კვირიკე II-ის ასულის მარიამის მიერ;
- ალავერდი - ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება ძვ. წ. III-II სს-დან. XIII ს-ის დასაწყისიდან, ცნობილია, როგორც სპილენძის წარმოების ადგილი;
- თამარის ხიდი - XVII საუკუნე;
- ახპატი-X-XIII სს სამონასტრო კომპლექსი, რომელიც იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია;
- ახტალის სამონასტრო კომპლექსი - ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია X ს;
- სევანის ტბა.
მიღებული პრაქტიკული გამოცდილება სტუდენტებს დაეხმარება პროფესიული უნარების განვითარებაში.
ტურში, ასევე, მონაწილეობდნენ პროფესორები: მაია მელაძე და ერეკლე უგრელიძე.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა