იტვირთება...
საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლის, ენდრიუ ჯუველის, საჯარო ლექცია გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლის, ენდრიუ ჯუველის, საჯარო ლექცია გრუნიში


2026 წლის 17 ივნისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მუდმივმოქმედი წარმომადგენლის - ენდრიუ ჯუველის, საჯარო ლექცია.

 

მოწვეულმა სტუმარმა გრუნის პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ისაუბრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების, ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში ორგანიზაციის როლისა და მნიშვნელობის, საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე მდგომარეობის, არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების შესახებ.

 

ენდრიუ ჯუველმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტენდენციებზე, მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელობაზე, საინვესტიციო გარემოს განვითარებასა და იმ ფაქტორებზე, რომლებიც საქართველოს ეკონომიკურ პერსპექტივებს განსაზღვრავს. შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების საქმიანობისა და საქართველოსთან მათი თანამშრომლობის შესახებ.

 

ლექციის დასასრულს გაიმართა კითხვა-პასუხის სესია, მონაწილეებმა მიიღეს დეტალური განმარტებები ეკონომიკისა და ფინანსების სფეროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

 

ამგვარი შეხვედრები მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტუდენტების პროფესიული განვითარების, პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების საქმეში.