იტვირთება...
საზაფხულო დასაქმების პროგრამა ტურიზმის მიმართულების სტუდენტებისთვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საზაფხულო დასაქმების პროგრამა ტურიზმის მიმართულების სტუდენტებისთვის


2026 წლის 12 ივნისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის გაიმართა შეხვედრა კომპანია „სილქ ჰოსფითალითი-კოხტა ბაკურიანის“ დასაქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან - მაიკო ლორთქიფანიძესთან და კოორდინატორთან - მარიამ პაიჭაძესთან.

 

სასტუმრო „კოხტა ბაკურიანი“ იწყებს საზაფხულო დასაქმების პროგრამას და გრუნის სტუდენტებს უზიარებს ინფორმაციას ვაკანსიების შესახებ. დაინტერესებული სტუდენტებისათვის უზრუნველყოფილი იქნება: ანაზღაურება, საცხოვრებელი, კვება და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.

 

მოწვეულმა სტუმრებმა სტუდენტებს გააცნეს კომპანიის მიმდინარე და სამომავლო დასაქმების შესაძლებლობები და შერჩევის პროცესი. ასევე, ისაუბრეს სტუმარმასპინძლობის სფეროში კარიერული განვითარების შესაძლებლობებისა და იმ უნარების შესახებ, რომლებიც მნიშვნელოვანია წარმატებული დასაქმებისათვის.

 

შეხვედრა ორგანიზებული იყო ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილის, ასოცირებული პროფესორის - მაკა ფირანაშვილის მიერ.