გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, ანტიპლაგიატის კვირეულის ფარგლებში, გაიმართა საგანმანათლებლო სემინარი: „როგორ დავწეროთ აკადემიური ნაშრომი სწორად?“, რომელიც მიზნად ისახავდა სტუდენტებში აკადემიური წერის კულტურისა და კვლევითი უნარების განვითარებას.
სემინარს უძღვებოდა რექტორის მოადგილე სამეცნიერო - კვლევით საკითხებში, პროფესორი ვახტანგ ჭარაია.
სემინარზე განიხილეს: აკადემიური ნაშრომის მომზადების ძირითადი პრინციპები, მათ შორის, ციტირების წესები, პარაფრაზირების მნიშვნელობა და აკადემიურ წყაროებთან სწორად მუშაობის მეთოდები. პროფესორმა სტუდენტებს მისცა პრაქტიკული რჩევები და რეკომენდაციები, როგორ მოამზადონ ხარისხიანი და აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით შესრულებული ნაშრომები.
სემინარი ინტერაქტიული ფორმატით წარიმართა. მონაწილეებმა განიხილეს აკადემიური წერის პროცესში ყველაზე გავრცელებული გამოწვევები, მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე და იმსჯელეს პლაგიატის პრევენციის ეფექტიან გზებზე.
ღონისძიება ანტიპლაგიატის კვირეულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა იყო და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხარისხიანი განათლება ეფუძნება დამოუკიდებელ აზროვნებას, სანდო წყაროების პასუხისმგებლიან გამოყენებასა და აკადემიური კეთილსინდისიერების მაღალი სტანდარტების დაცვას.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა