2026 წლის 8 ივნისს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, ანტიპლაგიატის კვირეულის ფარგლებში, გაიმართა საჯარო ლექცია: „ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი გამოწვევები“, რომელსაც უძღვებოდა პროფესორი ნინო ლიპარტია.
ლექცია მიზნად ისახავდა სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას აკადემიური კეთილსინდისიერების, ციფრული ეთიკისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებული თანამედროვე სამართლებრივი საკითხების შესახებ. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს: ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების კვალდაკვალ წარმოქმნილი სამართლებრივი და ეთიკური გამოწვევები, პერსონალური მონაცემების დაცვის ევროპული სტანდარტები (GDPR), ევროკავშირის ხელოვნური ინტელექტის რეგულაცია (AI Act), ავტომატიზებული გადაწყვეტილებების მიღების, პროფილირებისა და ბიომეტრიული მონაცემების დამუშავების სამართლებრივი ასპექტები და სხვა.
პროფესორმა მიმოიხილა საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკა და მნიშვნელოვანი პრეცედენტული საქმეები, რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ციფრული უფლებებისა და ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი რეგულირების განვითარებაზე.
შეხვედრა ინტერაქტიული ფორმატით წარიმართა. სტუდენტებმა დასვეს კითხვები აკადემიური კეთილსინდისიერების, ადამიანის უფლებების დაცვისა და პასუხისმგებლიანი ინოვაციების განვითარების ღირებულებების შესახებ.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა