იტვირთება...
გრუნიში ანტიპლაგიატის კვირეული გაიხსნა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნიში ანტიპლაგიატის კვირეული გაიხსნა


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ანტიპლაგიატის ყოველწლიური კვირეული გაიხსნა, რომლის მიზანია აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის გაძლიერება, პასუხისმგებლიანი აკადემიური ქცევის ხელშეწყობა და სტუდენტებში ეთიკური ღირებულებების განმტკიცება.

 

კვირეულის მთავარი გზავნილია: „პლაგიატი დროებითი გამოსავალია, ცოდნა - მუდმივი ღირებულება“. ინიციატივა მიზნად ისახავს სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას აკადემიური წერის, პარაფრაზირების, ციტირებისა და კვლევის ეთიკის საკითხებზე.

 

კვირეული გახსნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ - ზვიად გაბისონიამ. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ - ლევან მახაშვილმა.

 

კვირეულის გახსნის ცერემონიას ესწრებოდა გრუნის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე.

 

კვირეულის ფარგლებში გამოცხადდა ორი სტუდენტური კონკურსი: „პარაფრაზირება პლაგიატის გარეშე“ და კონკურსი საუკეთესო ვიდეორგოლის მოსამზადებლად: „პლაგიატი დროებითი გამოსავალია, ცოდნა - მუდმივი ღირებულება“.

 

ანტიპლაგიატის კვირეულის ფარგლებში გაიმართება საჯარო ლექციები და სამუშაო შეხვედრები, რომლებიც განიხილავს აკადემიური კეთილსინდისიერების, აკადემიური წერის, ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი გამოწვევებისა და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში აკადემიური ეთიკის დაცვის საკითხებს. ლექციებსა და დისკუსიებს წარუძღვებიან პროფესორები: მერაბ ტურავა, ანრი ნიშნიანიძე, ლევან მახაშვილი, ვახტანგ ჭარაია და ნინო ლიპარტია.

 

ანტიპლაგიატის კვირეული წარმოადგენს უნივერსიტეტის მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის, შემოქმედებითობისა და აკადემიური პატიოსნების, როგორც უმთავრესი ღირებულებების, კიდევ უფრო გაძლიერებასა და დამკვიდრებას ახალგაზრდებში.