2026 წლის 19 მაისს, გრუნის ბათუმის წარმომადგენლობაში გაიმართა ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-17 საერთაშორისო გამოფენის - „EBIT 2026“, მონაწილე სტუდენტთა დაჯილდოების ცერემონია.
ასოციაციის თავმჯდომარემ ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძემ შეაჯამა საერთაშორისო გამოფენის შედეგები, ისაუბრა სამომავლო პერსპექტივებსა და შესაძლებლობებზე და კიდევ ერთხელ გამოხატა ერთობლივი პრაქტიკული კომპონენტების გაძლიერების მიმართულებით თურქეთის რესპუბლიკის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის მხარდაჭერა.
საერთაშორისო გამოფენის ორგანიზებაში ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის 9 სტუდენტი პროფესიული პრაქტიკის ფარგლებში მონაწილეობდა. საქართველოს ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა წარმომადგენლობის ხელმძღვანელობას და წარმატებული მონაწილეობისათვის სერტიფიკატებით დააჯილდოვა სტუდენტები და გრუნის ტურიზმის პროგრამის ასოცირებული პროფესორი თემურ ზოიძე.
საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციისა და საერთაშორისო გამოფენებისა და ღონისძიებების კომპანიის - „ექსპო ბათუმი“, მხარდაჭერით, სტუდენტები ზაფხულში ისტორიულ კაბადოკიას ეწვევიან.
შეხვედრას ესწრებოდნენ: გრუნის ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ამირან მესხიშვილი, მოადგილეები გუგული თურმანიძე და სულიკო ანთაძე, პროფესორები: დავით გაბაიძე, ნინო ბერიძე და მინდია ცეცხლაძე.
ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძეს, მადლიერების ნიშნად, გრუნის სახელით, საჩუქრად გადასცა საქართველოს ისტორიის ოთხტომეული.
საერთაშორისო გამოფენაში - „EBIT 2026“, სტუდენტთა მონაწილეობა და დაჯილდოების ცერემონიის ორგანიზება უზრუნველყო ხარისხის უზრუნველყოფისა და სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა საკითხებში ხელმძღვანელის მოადგილემ, გუგული თურმანიძემ.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა