იტვირთება...
საბუღალტრო კომპანია „რაციო“ - გრუნის პარტნიორი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საბუღალტრო კომპანია „რაციო“ - გრუნის პარტნიორი


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და საბუღალტრო კომპანია „რაციოს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

თანამშრომლობის მიზანია სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება, პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივებისა და ტრენინგების განხორციელება, საბუღალტრო და საფინანსო სფეროების პრაქტიკის გაცნობა.

 

მემორანდუმს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სახელით ხელი მოაწერა რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ვახტანგ ჭარაიამ.

 

აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სტუდენტებისა და ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას, პრაქტიკული უნარების გაძლიერებასა და ფინანსურ-საბუღალტრო სფეროში ახალი შესაძლებლობების შექმნას.