2026 წლის 10-21 მაისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლას კვლევითი მივლინებით ეწვია ადელაიდეს (ავსტრალია) უნივერსიტეტის პროფესორი დილიფ პედნეკარი.
ავსტრალიელმა მკვლევარმა მრავალმხრივი შეხვედრები გამართა გრუნის ადმინისტრაციასთან და პროფესურასთან, საჯარო ლექცია წაიკითხა სტუდენტებთან, ფოკუს ჯგუფი გამართა ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებთან და სხვა. კვლევითი მივლინების მიზანს წარმოადგენდა კოვიდპანდემიის პერიოდში მცირე და საშუალო ბიზნესის საქმიანობის შესწავლა.
პროფესორი დილიფ პედნეკარი და გრუნის ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი ვახტანგ ჭარაია შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის, ერთობლივი პროექტების ორგანიზებისა და კვლევითი ვიზიტების შემდგომი განხორციელების თაობაზე.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა