გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და ტრეიდერების ჰაბს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია ფინანსური განათლების ხელშეწყობა, სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისათვის პრაქტიკული ცოდნის გაზიარება, ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტებისა და ტრენინგების განხორციელება, ასევე, ინვესტიციებისა და ტრეიდინგის მიმართულებით თანამედროვე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.
ტრეიდერების ჰაბი წარმოადგენს პირველ ფინანსურ სასწავლო პლატფორმას, მსურველებს შეუძლიათ შეისწავლონ ინვესტიციები და ტრეიდინგი, როგორც კრიპტოვალუტებში, Forex ბაზარზე, ასევე, აქციებში.
მემორანდუმს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სახელით ხელი მოაწერა რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ვახტანგ ჭარაიამ.
აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალების განვითარებას, ფინანსური განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას, პრაქტიკული გამოცდილების მიღებასა და ინვესტიციებისა და ტრეიდინგის სფეროში ახალი შესაძლებლობების შექმნას.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა