იტვირთება...
ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის თანამშრომლები - გრუნის ბათუმის წარმომადგენლობაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის თანამშრომლები - გრუნის ბათუმის წარმომადგენლობაში


2026 წლის 16 მაისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობას ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის თანამშრომლები სტუმრობდნენ.

 

წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ, გულო თურმანიძემ, სამართლის, ტურიზმისა და საჯარო მმართველობის სტუდენტებს წარუდგინა ცენტრის დირექტორი ნინო დოლიძე, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი გიორგი მურადიშვილი და ცენტრის სპეციალისტი ნინო ლომაია.

 

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სტუდენტების სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებებში ჩართვა, ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივებისა და პროექტების გაცნობა.

 

ცენტრის დირექტორმა სტუდენტებთან ისაუბრა ორგანიზაციის მისიის, მიზნების, საქმიანობის ძირითადი მიმართულებების, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ.

 

შეხვედრის დასასრულს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ამირან მესხიშვილმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს საინტერესო ინფორმაციისა და თანამშრომლობისათვის.

 

საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.