2026 წლის 20 მაისს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაიმართა დასაქმების ფორუმი. უნივერსიტეტმა სხვადასხვა სექტორის 25-მდე წამყვან კომპანიას უმასპინძლა.
სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირდაპირ დაკავშირებოდნენ პოტენციურ დამსაქმებლებს, მიეღოთ ინფორმაცია სტაჟირებისა და დასაქმების შესახებ, გაცნობოდნენ სხვადასხვა კომპანიის საქმიანობას, ღირებულებებსა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს.
ეს ინიციატივა უნივერსიტეტის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის მიზანია სტუდენტებისთვის არა მხოლოდ თეორიული ცოდნის, არამედ რეალური პროფესიული გამოცდილებისა და კარიერული განვითარების უზრუნველყოფა.
დასაქმების ფორუმმა კიდევ ერთხელ აჩვენა უნივერსიტეტის ძალისხმევა, შექმნას მყარი საფუძველი სტუდენტების პროფესიული წარმატებისა და მომავალი კარიერული განვითარებისთვის.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა