2026 წლის 15 მაისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის მიმართულების სტუდენტები სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს სტუმრობდნენ.
სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტის ფარგლებში, სტუდენტები გაეცნენ სასამართლო ექსპერტიზის სხვადასხვა მიმართულებას, ექსპერტთა პრაქტიკული საქმიანობის სპეციფიკასა და თანამედროვე ექსპერტიზის პროცესს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ პრაქტიკულ მექანიზმებს, რომლებიც თანამედროვე სამართლებრივ საქმისწარმოებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
გასვლითი სასწავლო - შემეცნებითი მეცადინეობები სწავლა-სწავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც ხელს უწყობს სტუდენტების პროფესიულ განვითარებასა და პრაქტიკული უნარების გაღრმავებას.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი მადლობას უხდის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს სტუდენტების მხარდაჭერისა და მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო შესაძლებლობისათვის.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა