გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიწის სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ევროპული და საერთაშორისო ბიზნესსამართლის მაგისტრი - თორნიკე მერებაშვილი, მონაწილეობდა V საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში "Land & Property Development: Innovations and Transformations", რომელსაც უმასპინძლა კიევის მშენებლობისა და არქიტექტურის ეროვნულმა უნივერსიტეტმა.
კონფერენციაზე გრუნის პროფესორმა, როგორც PLPR-ის (International Academic Association on Planning, Law, and Property Rights) წევრმა, წარადგინა მოხსენება: „უცხოელთა საკუთრების უფლება სასოფლო-სამეურნეო მიწაზე: ევროკავშირისა და საქართველოს სამართლებრივი მოდელების შედარებითი ანალიზი".
თორნიკე მერებაშვილმა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებას გაუზიარა თავისი მოსაზრებები უცხოელ პირებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისების წესრიგის შესახებ, გაანალიზა ევროკავშირისა და საქართველოს სამართლებრივი მოდელები, წარადგინა: ევროკავშირის ფუნქციონირების თაობაზე ხელშეკრულების შესაბამისი დებულებები, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა და ევროინტეგრაციის კონტექსტში ჰარმონიზაციის პერსპექტივები.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა