იტვირთება...
ჟურნალისტიკა პრაქტიკაში ლევან ჯავახიშვილთან ერთად

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ჟურნალისტიკა პრაქტიკაში ლევან ჯავახიშვილთან ერთად


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლამ ჟურნალისტიკით დაინტერესებული მე-11, მე-12 კლასების მოსწავლეებისათვის დაიწყო მასტერკლასების სერია: „ჟურნალისტიკა პრაქტიკაში“, რომელსაც ხელმძღვანელობს ცნობილი ჟურნალისტი, ლევან ჯავახიშვილი.

 

სწავლების ფარგლებში, აბიტურიენტები გაეცნენ კადრში დგომის ტექნიკას, მობილურ ჟურნალისტიკას, აქციების გაშუქების სპეციფიკას, უსაფრთხოების ელემენტებსა და ეთიკას, რთული კითხვების დასმასა და რესპონდენტის მართვას, სიუჟეტის სტრუქტურასა და სატელევიზიო თხრობას, ნიუსის წერასა და Fake News-ის ამოცნობას.

 

სწავლება ინტერაქციული რეჟიმით წარიმართა და მაქსიმალურად ორიენტირებული იყო პრაქტიკული უნარების განვითარებაზე.