გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაიმართა ტრენინგი, რომელიც სტუდენტებისთვის თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნების გაცნობას, პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და პრაქტიკული უნარების გაძლიერებას ისახავდა მიზნად.
ტრენინგს უძღვებოდა ქოუჩინგის ასოციაციის პრეზიდენტი ხათუნა მუზაშვილი.
ტრენინგის მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია დასაქმებისა და კარიერული განვითარების თანამედროვე ტენდენციების შესახებ, შრომის ბაზარზე არსებული ვითარების, კადრების შერჩევისა და შეფასების ახალი სისტემების, პიროვნული განვითარების, თვითრწმენისა და შინაგანი მდგრადობის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქოუჩინგური მეთოდების, ფსიქოლოგიური და პრაქტიკული ინსტრუმენტების გამოყენებას, თვითანალიზის პროცესს. სტუდენტებმა მიიღეს რეკომენდაციები, როგორ გახდნენ კონკურენტუნარიანი და წარმატებული სპეციალისტები.
ტრენინგს ესწრებოდა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე, რომელმაც ახალგაზრდებს გააცნო თავისი წარმატების ისტორია, ისაუბრა რწმენის, ადამიანის შინაგანი პოტენციალის აღმოჩენისა და ეფექტურად გამოყენების, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და თვითშეფასების უმნიშვნელოვანესი ფაქტორების შესახებ.
ღონისძიება ინტერაქციული ფორმატით წარიმართა, რექტორმა და მოწვეულმა სტუმარმა მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი განაგრძობს ისეთი საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზებას, რომლებიც სტუდენტების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას შეუწყობს ხელს.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა