იტვირთება...
მედიაციის ცენტრის ტრენინგი საერთაშორისო სტუდენტებისთვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მედიაციის ცენტრის ტრენინგი საერთაშორისო სტუდენტებისთვის


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში საერთაშორისო სტუდენტებისთვის გაიმართა პირველი ინგლისურენოვანი ტრენინგი: მედიაცია - მოლაპარაკება - ლიდერობა.

 

მედიაციის ცენტრის პროექტმა გააერთიანა სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის სტუდენტები და შექმნა მრავალფეროვანი, ინკლუზიური საგანმანათლებლო გარემო, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, განეხილათ მნიშვნელოვანი საკითხები ეფექტური კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის, ლიდერობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მართვის შესახებ.

 

ტრენინგს უძღვებოდნენ: მედიაციის ცენტრის ხელმძღვანელი, სერტიფიცირებული ტრენერი, იურისტი, მედიატორი, ნინა გერსამია და ცენტრის გამოცდილი სტუდენტები: ფეოდორა ქავთარაძე, გიორგი ამირხანიანი და ნინი გვასალია.

 

პროგრამამ საერთაშორისო სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. 100-ზე მეტი განაცხადიდან შეირჩა 5 სხვადასხვა ქვეყნის 30-ზე მეტი ტრენინგის მონაწილე.

 

ღონისძიება ოფიციალურად გახსნა უნივერსიტეტის კანცლერმა გიორგი თავხელიძემ.

 

ტრენინგი ეფუძნებოდა თანამედროვე სწავლებას - learning by doing და მოიცავდა ინტერაქტიულ სესიებს, როლურ თამაშებს, სიმულაციებს, გუნდურ აქტივობებსა და ინტელექტუალურ ვიქტორინას.

 

ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისა და მედიაციის ცენტრის ერთობლივი სერტიფიკატები.

 

მონაწილეებმა პროექტი დადებითად შეაფასეს. დიდი ინტერესის გამო, გრუნის საერთაშორისო სტუდენტებისთვის მედიაციის ინგლისურენოვანი ტრენინგები მომავალშიც დაიგეგმება.