იტვირთება...
ტრეიდინგისა და ინვესტიციების ზამთრის ბანაკი 2026

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ტრეიდინგისა და ინვესტიციების ზამთრის ბანაკი 2026

2026 წლის 16–20 თებერვალს მთის კურორტ „განთიადში“, „ტრეიდერების ჰაბი“-სა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ორგანიზებით, წარმატებით დასრულდა ტრეიდინგისა და ინვესტიციების ზამთრის ბანაკი, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეებს ფინანსური ბაზრების შესახებ ცოდნასა გამოცდილებას უზიარებდა.

 

პროექტის ფარგლებში, გრუნის სტუდენტებთან ერთად, ჩართული იყვნენ საზოგადოების სხვა წევრებიც, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ ინტენსიურ საგანმანათლებლო და პრაქტიკულ აქტივობებში. პროგრამა მოიცავდა 30 - საათიან ტრენინგს ფინანსური ბაზრების სხვადასხვა მიმართულების გასაცნობად და განიხილავდა: მაკროეკონომიკის საფუძვლებს, ტრეიდინგის ფსიქოლოგიასა და სავაჭრო სტრატეგიებს.

 

დღის განმავლობაში მონაწილეები მუშაობდნენ ჯგუფებად, ცოდნისა და გამოცდილების დონის შესაბამისად, ხოლო საღამოს ტარდებოდა ერთობლივი პრაქტიკული სესიები, მათ შორის, „ხმამაღალი ტრეიდინგი“, რომლის დროსაც მონაწილეები რეალურ ფინანსურ ბაზარს აკვირდებოდნენ და აანალიზებდნენ მიმდინარე პროცესებს.

 

ზამთრის ბანაკის საქმიანობამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ფინანსური განათლების მნიშვნელობა და პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების როლი პროფესიული განვითარების პროცესში.