იტვირთება...
თანამშრომლობის მემორანდუმი თურქულ კომპანიასთან - „SDATAM BİLİŞİM TEKNOLOJİLERİ ve GÜVENLİĞİ LTD.ŞTİ“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


თანამშრომლობის მემორანდუმი თურქულ კომპანიასთან - „SDATAM BİLİŞİM TEKNOLOJİLERİ ve GÜVENLİĞİ LTD.ŞTİ“

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა თურქულ კომპანიასთან - „SDATAM BİLİŞİM TEKNOLOJİLERİ ve GÜVENLİĞİ LTD.ŞTİ“.

 

მემორანდუმის მიზანია სამეცნიერო, აკადემიური და პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერება, სტუდენტებისათვის პრაქტიკული გამოცდილების მიღების ხელშეწყობა და სასწავლო პროგრამების შესაბამისობაში მოყვანა თანამედროვე ინდუსტრიულ მოთხოვნებთან.

 

თანამშრომლობა მოიცავს:

  • სტუდენტებისათვის სტაჟირების, პრაქტიკისა და სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების შესაძლებლობების შექმნას;
  • სასწავლო პროგრამების განახლებას ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით;
  • ტრენინგების, სემინარებისა და ვორკშოპების ორგანიზებას;
  • ერთობლივი პროექტებისთვის ლაბორატორიული და ტექნოლოგიური რესურსების გაზიარებას;
  • კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და მენტორინგის შესაძლებლობების განხილვას.

 

შეთანხმება ძალაშია 10 წლის ვადით და ქმნის საფუძველს უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის გრძელვადიანი, შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისათვის