საფრანგეთის ქალაქ ბორდოს პოლიტიკური მეცნიერებების სკოლამ და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა გამოაცხადეს კონკურსი 2026-2027 წლის პირველი და მეორე სემესტრის სასერტიფიკატო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად.
სწავლება გაიმართება ინგლისურ ენაზე და კურსდამთავრებულები მოიპოვებენ ბორდოს პოლიტიკური მეცნიერებების სკოლის დიპლომს, რომელშიც ასახული კრედიტები აღიარებული იქნება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ.
შემოთავაზება, ძირითადად, ეხება სამართლის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლებს, ასევე, ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებს, თუმცა, შესაძლებელია, განხილულ იქნეს სხვა სკოლების კანდიდატებიც.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: ინგლისური ან ფრანგული ენის B2 დონეზე ფლობის შემოწმება; საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2026 წლის 15 აპრილი. ადგილების რაოდენობა: პირველი სემესტრი - 2; მეორე სემესტრი - 2.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ პროფესორ თამარ გაგოშიძეს: t.gagoshidze@gruni.edu.ge

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა