გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირებისა და კომპიუტერული მეცნიერების დოქტორი, ნინო ცხოვრებაშვილი, 2026 წლის 4-5 თებერვალს მონაწილეობდა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ გამართული საერთაშორისო ფორუმის მუშაობაში.
ფორუმზე განიხილეს საჯარო ინფორმაციისა და მონაცემთა დაცვის სამეცნიერო-პრაქტიკული ასპექტები და მაღალი სტანდარტების დანერგვა-განვითარების საკითხები.
ნინო ცხოვრებაშვილი უძღვებოდა სესიას “ხელოვნური ინტელექტი და კიბერუსაფრთხოების საკითხები ოფიცრის საქმიანობაში.” გრუნის პროფესორის, როგორც საფრანგეთის ხელოვნური ინტელექტის ჰაბისა და ხელოვნური ინტელექტის ეთიკის სპეციალისტების ასოციაციის ექსპერტის, მოხსენება „პერსონალურ მონაცემთა დაცვა და ინფორმაციის საჯაროობა: ქართული და ფრანგული მაგალითები“, განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ფორუმის მონაწილეებისათვის.
ფორუმს ესწრებოდა ევროპის მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ფედერაციის გენერალური მდივანი - პიერ-ივ ლასტიკი.
ფორუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ: საფრანგეთის, საბერძნეთის, სლოვაკეთის, ნორვეგიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ასოციაციების თავმჯდომარეები, საქართველოს საჯარო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
გრუნის პროფესორი, ნინო ცხოვრებაშვილი სხვა მონაწილეებთან ერთად მიიწვიეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო ფორუმზე, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე პარიზში გაიმართება.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა