იტვირთება...
გრუნის ზამთრის სკოლა 2026

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის ზამთრის სკოლა 2026

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ყველა მიმართულების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტს სთავაზობს ზამთრის სკოლაში მონაწილეობას.

 

პროექტი: „ეფექტური კომუნიკაცია და მოლაპარაკების ხელოვნება“, 2026 წლის 20–23 თებერვალს მეორედ გაიმართება და მიზნად ისახავს სტუდენტებში ეფექტური კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და კონფლიქტების მართვის პრაქტიკული უნარების განვითარებას, რაც მნიშვნელოვანია როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

 

ზამთრის სკოლაში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა 2026 წლის 15 თებერვლის ჩათვლით უნდა გაგზავნონ სამოტივაციო წერილი ელფოსტაზე: winterschool@gruni.edu.ge, რომლის საფუძველზეც შეირჩევიან მონაწილეები.

 

სამოტივაციო წერილი უნდა პასუხობდეს კითხვებს:

  • რატომ უნდა შეირჩეს კონკრეტული კანდიდატი ზამთრის სკოლაში მონაწილეობის მისაღებად (რატომ შენ?);
  • აქვს თუ არა კანდიდატს გამოცდილება ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების სფეროში და/ან როგორ გამოიყენებს მიღებულ ცოდნას უნივერსიტეტის მიზნებისა და პირადი განვითარებისათვის;
  • რა მნიშვნელობა აქვს ეფექტურ კომუნიკაციასა და მოლაპარაკებას საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებასა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში (გლობალური მიზნები);

 

ზამთრის სკოლის მუშაობას გაუძღვებიან მოქმედი, სერტიფიცირებული მედიატორები.

 

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ერთობლივი სერტიფიკატი.

 

ფორმატი: ორდღიანი ზამთრის სკოლა ჩატარდება სასწავლო-სახალისო ფორმატით. გაიმართება ინტერაქტიული ტრენინგები, ჯგუფური აქტივობები და პრეზენტაციები. ტრენინგი დაფუძნებულია სწავლება-კეთების მეთოდოლოგიაზე.

 

ჩატარების ადგილი: ზამთრის სკოლა ჩატარდება კახეთის რეგიონში. გამგზავრება უნივერსიტეტიდან პარასკევს, 20 თებერვალს; დაბრუნება ორშაბათს, 23 თებერვალს.

 

გრუნის ზამთრის სკოლაში მონაწილეობა სრულად დაფინანსდება უნივერსიტეტის მიერ.