იტვირთება...
ღია კარის დღე გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ღია კარის დღე გრუნიში


2026 წლის 6 თებერვალს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში მოსწავლეებისათვის ღია კარის დღე გაიმართა. ღონისძიება ახალგაზრდების პროფესიული არჩევანის ხელშეწყობასა და უნივერსიტეტის სასწავლო გარემოს გაცნობას ისახავდა მიზნად.

 

მოსწავლეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს მათთვის საინტერესო სასწავლო პროგრამების, სწავლების თანამედროვე მეთოდების, ფინანსური მხარდაჭერისა და იმ უნიკალური შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც გრუნი სთავაზობს სტუდენტებს.

 

მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასაუბრებოდნენ აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს, მიეღოთ რჩევები კონკრეტულ პროფესიებთან დაკავშირებით.

 

შეხვედრის დასასრულს თითოეულს გადაეცა სამახსოვრო ატრიბუტიკა გრუნისგან.