იტვირთება...
გრუნიმ ტესტირების საერთაშორისო ცენტრის - Pearson VUE, აკრედიტაცია მიიღო

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნიმ ტესტირების საერთაშორისო ცენტრის - Pearson VUE, აკრედიტაცია მიიღო

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა ტესტირების საერთაშორისო ცენტრის - Pearson VUE, აკრედიტაციის პროცესი და მიიღო უფლება, ჩაატაროს საკვალიფიკაციო გამოცდები და გასცეს საერთაშორისო სერტიფიკატი როგორც პროფესიული განვითარების, ისე კარიერული წინსვლისათვის.

 

გრუნიმ სრულად დააკმაყოფილა კომპანიის მიერ დადგენილი ყველა ტექნიკური, ინფრასტრუქტურული და ადმინისტრაციული მოთხოვნა, რაც საშუალებას მისცემს უნივერსიტეტს ტესტირება განახორციელოს უსაფრთხო, გამჭვირვალე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გარემოში და მოიპოვოს გამოცდების პროცესის სანდოობა.

 

Pearson VUE არის გლობალური ლიდერი კომპიუტერული ტესტირებისა და სერტიფიცირების სფეროში, რომელიც ოპერირებს 180-ზე მეტ ქვეყანაში და თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებთან, უნივერსიტეტებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებთან.

 

 პროფესიული, აკადემიური და ლიცენზირების გამოცდები ტარდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა:

  • ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT);
  • განათლება;
  • ბიზნესი და მენეჯმენტი;
  • პროფესიული სერტიფიცირება და ლიცენზირება.

 

Pearson VUE-ის მიერ გაცემული სერტიფიკატი საერთაშორისო ბაზარზე მაღალი ნდობით სარგებლობს და აღიარებულია დამსაქმებლებისა და საგანმანათლებლო ინსტიტუციების მიერ.