იტვირთება...
საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტების ვიზიტი საქართველოს პარლამენტში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტების ვიზიტი საქართველოს პარლამენტში


2026 წლის 30 იანვარს გრუნის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტები საქართველოს პარლამენტს ეწვივნენ.

 

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსთან - კახა ოქროჯანაშვილთან, აპარატის უფროსის მოადგილესთან - გიორგი მაქარაშვილთან და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან -მარიამ ლაშხთან.

 

საქართველოს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელებმა ახალგაზრდებს გააცნეს საპარლამენტო საქმიანობის ფუნდამენტური პრინციპები, აპარატის მუშაობის სპეციფიკა და საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირების ძირითადი მიმართულებები. შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს საქართველოში პარლამენტარიზმის განვითარების ეტაპებისა და პარლამენტის ისტორიული შენობის შესახებ. სტუდენტებმა ყველა კითხვაზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

 

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარიამ ლაშხმა, სტუდენტებთან განიხილა განათლების რეფორმის ძირითადი მიმართულებები, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ახალგაზრდების დასაქმების საკითხებს და აღინიშნა, რომ რეფორმა ბაზრის მოთხოვნებზეა მორგებული და როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის საჭიროებებს პასუხობს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა საბაკალავრო პროგრამების სამწლიანი სასწავლო კურსი განათლების რეფორმის დაწყებამდე დანერგა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ინიციატივა „3+1“ რეალური საჭიროებებისა და უკვე არსებული წარმატებული პრაქტიკის საფუძველზე შემუშავდა.