იტვირთება...
საჯარო ლექცია - ,,მწვანე ბიზნესმოდელები: ტრენდი თუ პასუხისმგებლობა?“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საჯარო ლექცია - ,,მწვანე ბიზნესმოდელები: ტრენდი თუ პასუხისმგებლობა?“


2026 წლის 28 იანვარს, გრუნის მდგრადი განვითარების ცენტრის ორგანიზებით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გაიმართა საჯარო ლექცია: “მწვანე ბიზნესმოდელები: ტრენდი თუ პასუხისმგებლობა?“.

 

ლექციას უძღვებოდა გიორგი ხანიშვილი - კომპანია WashyWashy -ის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი, GITA-ს 150,000 - ლარიანი გრანტის მფლობელი.

 

ლექციის ფარგლებში განიხილეს მდგრადი სტარტაპები და ბიზნესმოდელები, „მწვანე ბიზნესის“ რეალური პერსპექტივები, ხშირი შეცდომები და ე.წ. „greenwashing“-ის კონცეფცია.

 

სპიკერმა სტუდენტებს გააცნო სტარტაპების ფორმირების ძირითადი საფუძვლები, აქსელერაციის ეროვნულ და საერთაშორისო პროგრამებში ჩართვის შესაძლებლობები და გაუზიარა პრაქტიკული რჩევები ბიზნესკონცეფციების შემუშავებისა და დანერგვის პროცესთან დაკავშირებით.