გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მედიაციის ცენტრმა კიდევ ერთი რეგიონული ვიზიტი განახორციელა და ამჯერად დუშეთის მუნიციპალიტეტს ეწვია. ტრენინგში 5 საჯარო სკოლის 30-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.
დუშეთის N1, N2, ბაზალეთის, არაგვისპირისა და პირმისაანთკარის საჯარო სკოლების მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეები გაეცნენ მედიაციის არსს, მოლაპარაკების ტექნიკასა და ეფექტური კომუნიკაციის პრაქტიკულ ინსტრუმენტებს.
მედიაციის ცენტრი უკვე რამდენიმე წელია მიზანმიმართულად მუშაობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან. პროგრამა მოიცავს როგორც დედაქალაქის, ისე რეგიონის სკოლებს, რომელთათვისაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი შესაძლებლობები. ინტერაქტიული ტრენინგები ხელს უწყობს ადრეულ ასაკში ეფექტური კომუნიკაციის, კონფლიქტების მართვისა და თანამშრომლობის უნარის ფორმირებას.
დღეისათვის ცენტრის ტრენინგებში 1500-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა.
პროექტში აქტიურად არიან ჩართული გრუნის სტუდენტები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს აღნიშნული კურსი და ახლა უკვე როგორც ტრენერები, თავად მუშაობენ მოზარდებთან. მათი მონაწილეობა აძლიერებს პრაქტიკულ განათლებაზე ორიენტირებულ მიდგომას და ახალგაზრდებს აძლევს რეალური გამოცდილების მიღების შესაძლებლობას.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI