იტვირთება...
„Safe Online Hackathon 2025“ გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


„Safe Online Hackathon 2025“ გრუნიში


2025 წლის 15–16 ნოემბერს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, გაიმართა ჰაკათონი: „Safe Online Hackathon 2025“.  

 

ჰაკათონის მონაწილე ათმა გუნდმა, 48 სააათის განმავლობაში, ციფრული უსაფრთხოებისა და ელექტრონული კომერციის განვითარებასთან დაკავშირებულ თემებზე იმუშავა.

 

მონაწილეთა მიერ შემუშავებული იდეები ტურიზმს, აგრარულ სექტორსა და საგანმანათლებლო სფეროს მოიცავდა.

 

ინტენსიური მუშაობის შემდეგ, ჟიურის გადაწყვეტილებით, სამი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა, რომლებმაც შექმნეს პროექტები:

  • Loma Control;
  • DataCloak;
  • Travel Guardian.

 

გამარჯვებულ გუნდებს შორის 6500 - ლარიანი საპრიზო ფონდი გადანაწილდა.

 

წელს ჰაკათონში მონაწილეობა სხვადასხვა უნივერსიტეტის 25-მა სტუდენტმა მიიღო.

 

ღონისძიება Mercy Corps-ის პროგრამის - „უსაფრთხო ონლაინის“, მხარდაჭერით გაიმართა