2025 წლის 28 ნოემბერს, ამერიკის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციამ ოფიციალურად გახსნა მენტორობის პროგრამის მეშვიდე ნაკადი.
ახალ ნაკადში, კონკურსის წესით, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ექვსი სტუდენტი: ლილი ორდინიძე, ეთერ მაჩაბელი, ლიზი გარსევანიშვილი, თათა ადეიშვილი, ქრისტინა ჯაიანი, ნინო ჩაჩანიძე, შეირჩა.
შერჩეული სტუდენტები მენტორებთან ერთ სემესტრს იმუშავებენ.
პროგრამა გულისხმობს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე წარმატებული სპეციალისტის, მენტორის, თანამშრომლობას სტუდენტთან. მენტორის მიზანია ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, პროფესიული კონსულტაციის გაწევა, სტუდენტის პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარებაში დახმარება და მომავალი კარიერისთვის მომზადება.
28 ნოემბრიდან გრუნიში დაიწყო ინდივიდუალური შეხვედრები დაწყვილებულ მენტორებთან.
პროგრამის გახსნის ღონისძიებას დაესწრო გრუნის რექტორის მრჩეველი, ანა აბესაძე, რომელმაც მადლობა გადაუხადა ეპაგს საინტერესო პროექტებისა და უნივერსიტეტთან ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, სტუდენტებს კი წარმატება უსურვა.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI