იტვირთება...
ევრაზიის XIV საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ევრაზიის XIV საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი გრუნიში


2025 წლის 20-21 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში წარმატებით დასრულდა XIV საერთაშორისო სამეცნიერო მულტიდისციპლინური ფორუმი, რომელსაც გრუნი პარტნიორ ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტთან ერთად ტრადიციულად, ყოველწლიურად, ატარებს.

 

ფორუმი წარმომადგენლობითი იყო და მასში ქართველ მეცნიერებთან და ახალგაზრდა მკვლევრებთან ერთად მონაწილეობდნენ: ინდოეთის, მაკედონიის, თურქეთისა და ალბანეთის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

 

ფორუმი რამდენიმე სესიად მუშაობდა და განიხილავდა სხვადასხვა სფეროს: ბიზნესის, სამართლის, ხელოვნური ინტელექტის, მედიცინის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის აქტუალურ საკითხებს, თანამედროვე გამოწვევებსა და ინოვაციურ ხედვებს. მონაწილეებმა საინტერესო მოსაზრებები და მიგნებები გაუზიარეს ერთმანეთს.

 

ღონისძიების ორგანიზატორი იყო საერთაშორისო სამეცნიერო ინსტიტუტი ჯოვან შოპოვსკის ხელმძღვანელობით, მომზადებაში აქტიურად მონაწილეობდა გრუნის საერთაშორისო ინტეგრაციის ცენტრი.

 

უნივერსიტეტი მადლობას უხდის ჯოვან შოპოვსკისა და დეჟანს მაროლოვს წლების განმავლობაში წარმატებული თანამშრომლობისათვის.