იტვირთება...
ვლადიმერ პაპავას გრუნის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ვლადიმერ პაპავას გრუნის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, განათლებისა და მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანს, პროფესორ ვლადიმერ პაპავას, გრუნის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.

 

უნივერსიტეტში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე ვლადიმერ პაპავამ პროფესორ - მასწავლებლებთან და სტუდენტებთან წაიკითხა ლექცია: „ნეკროეკონომიკა, რეტროეკონომიკა და ზომბიეკონომიკა“.

 

გრუნის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ, მადლობა გადაუხადა სტუმარს საინტერესო ლექციისათვის, ისაუბრა მისი მოღვაწეობის სამეცნიერო ღირებულებისა და ზოგადად, ქართული მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილის შესახებ, რისი დადასტურებაცაა დოქტორის საპატიო წოდების მინიჭება.

 

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ვლადიმერ პაპავას 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კრებულის: „ეკონომიკური მეცნიერება და საქართველოს ეკონომიკა“, პრეზენტაცია.