იტვირთება...
სასწავლო-შემეცნებითი ტური მარტყოფში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სასწავლო-შემეცნებითი ტური მარტყოფში


2025 წლის 23 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის მოეწყო სასწავლო-პრაქტიკული ტური მარტყოფში.

 

ტური დაიგეგმა გასტრონომიული და ღვინის ტურიზმის, ასევე, ტურიზმის მარკეტინგის დისციპლინების სილაბუსების მოთხოვნათა გათვალისწინებით და მას ხელმძღვანელობდა ტურიზმის პროგრამის ასოცირებული პროფესორი - ერეკლე უგრელიძე.

 

სტუდენტებმა მოინახულეს ნორიოში კვირაცხოვლობის, წმინდა გიორგისა და ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიები, XVII საუკუნის სათოფურებიანი და ქონგურებიანი თავდაცვითი ნაგებობა - ნორიოს ციხე.

 

მარტყოფის სამონასტრო კომპლექსი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლია. მის რელიგიურ და კულტურულ ღირებულებასთან ერთად, აქ საოცრადაა შერწყმული გამორჩეული არქიტექტურა და განუმეორებელი ბუნება. მარტყოფის ღვთაების მონასტერი დაარსებულია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის - მამა ანტონ მარტყოფელის მიერ, VI საუკუნეში.

 

პროფესორმა და სტუდენტებმა სამონასტრო კომპლექსის სასულიერო პირებთან ერთად ისაუბრეს ე.წ. პილიგრიმული ტურიზმის შესახებაც - როგორ შეიძლება ამ სახის ტურიზმის განვითარება და სხვ.

 

სტუდენტები გაეცნენ მარტყოფის ახალკაციშვილების მარნის მარკეტინგულ საქმიანობას, მათთან ტურისტული ჯგუფების ვიზიტის სიხშირეს და შემადგენლობის სპეციფიკას.