გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წლიური „კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2025“-ის ფინალში მოხვდა. უნივერსიტეტი გამოარჩევეს მე-4 მიზნის - ხარისხიანი განათლების - ნომინაციაში, სადაც ფასდება ის ორგანიზაციები, რომლებიც სწავლა-სწავლების პროცესსა და შიდა მართვაში აქტიურად ახორციელებენ მდგრადი განვითარების პრინციპებს.
გრუნიმ ფინალისტის სტატუსი მიიღო მისი მრავალმხრივი SDG პროექტების, ინოვაციური საგანმანათლებლო მიდგომებისა და მდგრადობაზე ორიენტირებული მმართველობითი პრაქტიკების საფუძველზე. უნივერსიტეტი განსაკუთრებულად გამოირჩა იმით, რომ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები ორგანულად არის ინტეგრირებული როგორც აკადემიურ პროგრამებში, ისე სტუდენტებზე ორიენტირებულ ინიციატივებსა და უნივერსიტეტის ყოველდღიურ ოპერირებაში. ეს აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს გრუნის როლს საქართველოში ხარისხიანი განათლების ხელშეწყობასა და მდგრადი განვითარების იდეების გავრცელებაში.
გრუნი არის ერთ-ერთი პირველი უნივერსიტეტი საქართველოში, რომელმაც დააფუძნა მდგრადი განვითარების კვლევითი ცენტრი (GRUNI SDGs). ცენტრის ფარგლებში უნივერსიტეტი უწყვეტად ახორციელებს როგორც აკადემიურ და კვლევით საქმიანობას, ისე სტუდენტთა ცნობიერების ამაღლებისა და მათი ჩართულობის გაზრდის მიმართულებით სხვადასხვა ინიციატივას.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI